ზუგდიდში დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.
როგორც ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლის კლინიკურმა დირექტორმა სულხან ორჟონიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, მამაკაცს წუხელ ჩაუტარდა სასწრაფო ოპერაცია და ის ამ დრომდე კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.ახალგაზდა მამაკაცი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში წუხელ გვიან ღამით შეიყვანეს.
მას კისრისა და გულ-მკერდის არეში ბასრი საგნით მიყენებული მრავლობითი ჭრილობა აღენიშნება.
ახალგაზრდა მამაკაცი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაჭრეს.
შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარ ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 117-ე მუხლის პირველი ნაწილით და დანაშაულში ბრალდებული პირის დასაკავებლად ღონისძიებები მიმდინარეობს.