ზუგდიდში ცენტრალური ბულვარის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
ზუგდიდში ცენტრალური ბულვარის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ქალაქ ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ ეტაპზე სანიაღვრე არხის მოწყობა და გარე განათების მონტაჟი მოხდება.

პროექტით გათვალისწინებულია მოაჯირებიანი ხიდ-გადასასვლელების, სარწყავი სისტემისა და წყალსაწრეტის მოწყობა, ასევე დეკორატიული ქოთნების განთავსება. პროექტის ფარგლებში შეიცვლება ახალი სკამები და სანაგვე ურნები; ბულვარის ტროტუარებზე შშმ პირების დაუბრკოლებელი მოძრაობისათვის მოეწყობა პანდუსები; განახლდება ბულვარის გამწვანება.

სამუშაოები 2018 წლის შვიდ ივნისს დასრულდება. პროექტის ღირებულება 789 970 ლარს შეადგენს.

ასევე, ზუგდიდში ხორციელდება ტროტუარების სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის ღირებულება 373 213 ლარია.

ბულვარისა და ტროტუარების სარეაბილიტაციო სამუშაოები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, ლაშა გოგიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ, მამუკა წოწერიამ და შესაბამისი სამსახურების უფროსებმა დაათვალიერეს.