ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში, ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა.
ავარიის შედეგად დაღუპულებს შორის არიან ცოლ-ქმარი. ამასთან, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ორი პირი დაშავდა. დაშავებულები ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში არიან მოთავსებულები. დაშავებულთაგან ერთის მდგომარეობა მძიმეა.
შსს-ს ინფორმაციით, შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა.
უწყებაში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ორი ან ორზე მეტი პირის გარდაცვალება გამოიწვია.