ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. შემთხვევა აღმაშენებლის ქუჩაზე მოხდა.
„მოპედისა“ და მსუბუქი ავტომობილის შეჯახების შედეგად 35 წლამდე ასაკის ორი მამაკაცი დაშავდა.
„მოპედის“ მძღოლი და მისი მგზავრი გადაყვანილები არიან ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში.
ჰოსპიტალის კლინიკური დირექტორის, სულხან ორჟონიას თქმით, პაციენტებს უტარდებათ გამოკვლევები.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 276 მუხლით (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა).
ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.