ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზუგდიდი-თბილისის ცენტრალური ავტომაგისტრალის სოფელ ჭითაწყაროს მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს „ოპელისა“ და „მაზდის“ მარკის ავტომანქანები შეეჯახნენ.
შეჯახების შედეგად გარდაიცვალა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი. დაშავებულები ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.