ზუგდიდის რაიონის სოფელ ნაწულუკუში, ჯვარი – ზუგდიდის მიმართულებით მოძრავი “გრანდ ჩეროკის” მარკის ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. შეჯახების შედეგად ზუგდიდის მკვიდრი, 1984 წელს დაბადებული ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
მანქანის მძღოლი საფრანგეთის მოქალაქე აღმოჩნდა, რომელიც ადგილიდან არ მიმალულა.
აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით. გარდაცვლილის ცხედარს უკვე ჩაუტარდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.