ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა
ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდში.

პირველი არხის ჟურნალისტის ცნობით, „ოპელის“ მარკის ავტომანქანა ბოძს შეეჯახა. ადგილზე დაიღუპა წალენჯიხის მკვიდრი ახალგაზრდა ქალი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს.

დაღუპულს უკვე ჩაუტარდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.