ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისი-ზუგდიდის ცენტრალური ავტომაგისტრალის 325 კილომეტრზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭითაწყარში.
„მერსედესის“ ML მარკის ჯიპი და „მერსედესის“ მარკის სედანი ერთმანეთს შეეჯახა. შეჯახების შედეგად ორი ადამიანი მძიმედ დაშავდა. 112-ის ჯგუფმა ისინი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა. ერთ-ერთი დაშავებული 1993 წელს დაბადებული, ზუგდიდის მკვიდრი ვ.ჯ. საავადმყოფოში გარდაიცვალა, მეორე დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. შემთხვევის ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე აღძრულია სსკ 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით.