ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა. „ტოიოტას“ მარკის მსუბუქი ავტომობილი ელექტროგანათების ბოძს შეეჯახა, შემდეგ კი ეზოში გადავარდა.
დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების განცხადებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ორივეს სამედიცინო კვლევები უტარდება. გარდაცვლილის ცხედარი ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.
ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.