ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში ავარიის შედეგად 1968 წელს დაბადებული მამაკაცი დაიღუპა, ხოლო მისი შვილი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
არსებული ინფორმაციით, „ფორდის“ მარკის ავტომობილი ხიდის ბორდიურს შეეჯახა.
როგორც პირველ არხს თვითმხილველებმა განუცხადეს, შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ გაზსადენი მილი დაზიანდა და ავტომობილი აალდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, პოლიცია და სასწრაფო დახმარება.