ზუგდიდში ავარიის შედეგად 12 წლის მოზარდი დაიღუპა, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.
არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულე ბიჭს დაეჯახა.
მოზარდი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.
როგორც საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა სულხან ორჟონიამ განაცხადა, მოზარდი კლინიკაში მიყვანისას გარდაცვლილი იყო.
შემთხვევის ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.