თბილისი-ზუგდიდის ცენტრალური ავტომაგისტრალის სოფელ ჭითაწყარის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ერთი ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.
არსებული ინფორმაციით, მძღოლს საჭესთან ჩაეძინა და ქვეითად მოსიარულე მამაკაცს დაეჯახა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.