ზუგდიდში არტეზიული ჭის წმენდისას მიწა ჩამოიშალა და მამაკაცი მოიყოლა
ზუგდიდში, მედეას ქუჩაზე უბედური შემთხვევა მოხდა.
მამა-შვილი კერძო სახლში არტეზიულ ჭას წმენდდა, რა დროსაც მიწა ჩამოიშალა და დაახლოებით 9 მეტრის სიღრმეში მყოფი 72 წლის მამაკაცი მოიყოლა.
ადგილზე სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სსკ-ის 124-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით.