ზუგდიდში აქცია „გვახსოვს 7 ნოემბერი – არა ნაცებს“ გაიმართა.
აქციის მონაწილეებმა, რომლებიც ზვიად გამსახურდიას ძეგლთან შეიკრიბნენ, 2007 წლის 7 ნოემბერს თბილისში განვითარებული მოვლენები გაიხსენეს და გააპროტესტეს.
როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, საზოგადოებამ უარი უთხრა მაშინდელ ხელისუფლებას, „ნაციონალურ მოძრაობას“ და მათი მმართველობა საქართველოში აღარ უნდა დაბრუნდეს.
ამასთან, აქცია თბილისშიც მიმდინარეობს. 14:00 საათზე რუსთაველის თეატრში საზოგადოების წარმომადგენლები შეიკრიბნენ, რომლებმაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდი და 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენები გააპროტესტეს. შეხვედრის მონაწილეები შენობიდან გავიდნენ და რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს შეუერთდნენ.