ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, ტოლსტოის ქუჩაზე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ახალგაზრდა მამაკაცს მრავლობითი ჭრილობა მიაყენა ნაცნობმა მამაკაცმა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ჰოსპიტლის კლინიკური დირექტორის, სულხან ორჟონიას თქმით, შეყვანისას პაციენტის მდგომარეობა იყო უმძიმესი, მას გულმკერდისა და კისრის არეში ბასრი საგნით მიყენებული მრავლობითი ჭრილობა ჰქონდა.
როგორც სულხან ორჟონიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, დაჭრილს უტარდება სასწრაფო ოპერაცია სასიცოცხლო ჩვენებით, ის მართვით სუნთქვაზეა.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.