ზუგდიდში რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
ცენტრალურ პარკში აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.
მემორიალთან დილიდან შეიკრიბნენ დაღუპული გმირების ოჯახის წევრები და რიგითი მოქალაქეები.
2008 წლის აგვისტოს ომს სამეგრელოს რეგიონიდან 37 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.