ზუგდიდში 9 მაისის ჩიხის მცხოვრებლებმა აქცია გამართეს  
ზუგდიდში 9 მაისის ჩიხის მცხოვრებლებმა აქცია გამართეს  

ზუგდიდში 9 მაისის ჩიხის მცხოვრებლებმა საკანალიზაციო ქსელის მოწყობის მოთხოვნით დღეს აქცია გამართეს.

ადგილობრივების განცხადებით, საკანალიზაციო ქსელის გაყვანას წლებია უშედეგოდ ითხოვენ, რამდენჯერმე მერიასაც მიმართეს, მაგრამ პასუხად უარი მიიღეს.

„რამდენჯერმე ვიყავით მერიაში. გვითხრეს, რომ არ გაკეთდება. ჩიხში სულ 16 ოჯახი ვართ, ვიწრო დასახლებაა და საკანალიზაციო ქსელი აუცილებლად გვესაჭიროება. ქუჩის თავში მილი დაახლოებით 10 მეტრის სიგრძეზე ჩადებულია, თუმცა შემდეგ მიატოვეს და ყურადღებას არავინ გვაქცევს“, – განაცხადეს აქციაზე.

ადგილობრივების განცხადებით, მათი დღევანდელი გამოსვლა გამაფრთხილებელი აქციაა.