დილიდან ხალხმრავლობაა ზუგდიდში, 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოს პირველი პრეზიდენტის მომხრეები და სამოქალაქო აქტივისტები შეიკრიბნენ. მათ პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას და კიდევ ერთხელ ისაუბრეს 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის გამოცხადების მნიშვნელობაზე.
9 აპრილს დაღუპულებს სამეგრელოს რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში მიაგეს პატივი.