ზუგდიდში, 87-ე საარჩევნო უბანთან სროლის ფაქტზე ორი პირის დაკავების შესახებ შსს ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ზუგდიდში, 87-ე საარჩევნო უბანთან სროლის ფაქტზე ორი პირის დაკავების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-ტარების ბრალდებით ორი პირი: 1999 წელს დაბადებული ი.ჩ. და 2000 წელს დაბადებული ბ.გ. დააკავეს.
შსს-ს ცნობით, დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა ზუგდიდში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ჰაერში რამდენიმე გასროლა განახორციელეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს, რაზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით”, – აცხადებენ შსს-ში.