ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე დღეს 73 ადამიანის ბიოლოგიური მასალის კვლევა ჩატარდა. ყველა პასუხი „კოვიდ-19“-ზე უარყოფითია.
ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით თავდაპირველად იყო 72 ნიმუში, თუმცა მოგვიანებით დაემატა ერთი.
„73 ნიმუშიდან 16 ცხელების ცენტრების პაციენტი იყო, 32 რეგიონის სამედიცინო პერსონალი, შვიდი თვითიზოლაციაში მყოფი პირი, 4 ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრციდან, 14 ფოთის საბაჟოს წარმომადგენელი“,- განაცხადეს ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.