ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიიდან კორონავირუსზე 64 უარყოფითი პასუხი მიიღეს.
გამოკვლეულთა შორის 13 იყო პაციენტი, 41 სამედიცინო პერსონალი, ცხრა პირი საკარანტინო სივრციდან.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ლაბორატორიაში გაგზავნილი იყო 69 ნიმუში. ოთხი პასუხი მოგვიანებით იქნება ცნობილი.
ამასთან, გამოკვლეულებს შორის იყო კოვიდინფიცირებული მამაკაცის შუალედური ტესტი. მისი პასუხი კვლავ დადებითია.