ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში დღეს 50 ადამიანის ბიოლოგიური მასალის კვლევა ჩატარდა. ყველა პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია.
„50 ტესტირებულიდან 14 იყო ცხელების ცენტრების პაციენტი, 29 რეგიონის სამედიცინო პერსონალი, სამი თვითიზოლაციაში მყოფი პირი და ოთხი ადამიანი საკარანტინო სივრციდან, (მათ შორის ერთი იყო ე.წ. სატვირთო ავტომანქანის მძღოლის კონტაქტი)“,- განაცხადეს ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.