ზუგდიდში 5 000-მდე აბონენტს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება
ზუგდიდში 5 000-მდე აბონენტს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება

ზუგდიდში 5 000-მდე აბონენტს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. მარჯვენა სანაპიროს ქუჩაზე შპს „ფაიფერმა“, რომელიც ზუგდიდში წყალარინების სისტემას ამონტაჟებს, გაზსადენის ცენტრალური მილი დააზიანა. შემთხვევის გამო, სისტემა ავარიულად გაითიშა. „სოკარ-ჯორჯიას“ ზუგდიდის მენეჯერის გია დარსანიას თქმით, ადგილზე გასულია ბრიგადა, რათა პრობლემა აღმოიფხვრას. მისი თქმით, სამუშაოები დიდ დროს მოითხოვს და სავარაუდოდ აბონენტებს დილამდე გაზის მიწოდება არ აღუდგებათ.