ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, დღეს ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე 33 პირის ნიმუში გაიტესტა. ასევე, განმეორებითი კვლევა ჩაუტარდა ერთ ინფიცირებულს.
33 ბიოლოგიური ნიმუშიდან 11 იყო ცხელების ცენტრების პაციენტი, შვიდი რეგიონის სამედიცინო პერსონალი, 14 პირი იყო საკარანტინო სივრციდან, ხოლო ერთი თვითიზოლაციიდან.
33-ვე პასუხი უარყოფითია. რაც შეეხება ერთი პაციენტის შუალედურ, განმეორებით ტესტს, ის სუსტად დადებითია და პაციენტი აგრძელებს მკურნალობას.