ზუგდიდში 33 პირის ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს, ყველა პასუხი უარყოფითია
33 ადამიანის ბიოლოგიური ნიმუშის კორონავირუსზე ტესტირება ჩატარდა ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში. ყველა პასუხი უარყოფითია.
ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, 33 გამოკვლეულიდან 11 იყო ცხელების ცენტრების პაციენტი, სამი პირი იყო თვითიზოლაციიდან, 19 კი საკარანტინო სივრციდან (მათ შორის, საკარანტინო სივრცის 14 მომსახურე პერსონალი).