ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე 259 ნიმუში გამოიკვლიეს.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის განყოფილების ინფორმაციით, გამოკვლეულთა შორის არიან: ცხელების ცენტრის 17 პაციენტი, 33 მედპერსონალი, კარანტინში მყოფი 8 პირი, შსს-ს 166 თანამშრომელი და 35 მძღოლი.
მათივე ცნობით, 259 პირიდან „კოვიდ-19“ არც ერთს არ დაუდასტურდა.