საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზუგდიდის ცენტრის ინფორმაციით, კორონავირუსზე 22 პირის ანალიზის პასუხები გამოიკვლიეს, „კოვიდ-19“ არც ერთს არ დაუდასტურდა.
ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოიკვლიეს ცხელების ცენტრების 12 პაციენტი, მედპერსონალის ოთხი წარმომადგენელი. გამოკვლეულთა შორის კარანტინიდან ოთხი პირია, თვითიზოლაციიდან ერთი და შსს-ს ერთი თანამშრომელი.