ზუგდიდში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
ზუგდიდში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი გუგუჩიამ, მოადგილეებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ზუგდიდის ცენტრალურ პარკში, აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

სამეგრელოს რეგიონიდან აგვისტოს ომს 37 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. დაღუპულთა შორის იყვნენ როგორც ჯარისკაცები, ასევე მშვიდობიანი მოსახლეობა.

„საქართველოს უახლეს ისტორიაში ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღეები. ამ ომმა შეიწირა ბევრი ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე. მათ შორის იყვნენ სამხედროები და მშვიდობინი მოქალაქეები ჩვენი რეგიონიდან. მინდა, პატივი მივაგო დაღუპულთა ხსოვნას და ჩვენი გმირი ჯარისკაცების უკვდავ სახელებს. მათი გმირობა და სამშობლოსათვის თავდადება უკვდავი მაგალითებია მომავალი თაობებისთვის. დიდება გმირებს, მათ მიერ გაღებული სისხლი აუცილებლად გამოიტანს შედეგს და საქართველო იქნება ერთიანი, სადაც ჩვენს აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან ერთად ვიცხოვრებთ“,- განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ.