ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, დღეს ინფექციურ საავადმყოფოში 147 ნიმუში გაიტესტა. 146 ტესტის პასუხი უარყოფითია, ხოლო ერთი კოვიდინფიცირებული პაციენტის შუალედური ტესტი კვლავ დადებითი.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ტესტი ჩაუტარდა ცხელების ცენტრების 16 პაციენტს, 71 პაციენტი რეგიონის სამედიცინო პერსონალია, ასევე გაიტესტა საქალაქო და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის 15 მძღოლი, შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის 38 თანამშრომელი, ხუთი პირი საკარანტინო სივრციდან, ორი კი თვითიზოლაციიდან.