ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ნანა ოდიშარიას ინფორმაციით დღეს ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე 136 ბიოლოგიური ნიმუში გაიტესტა და ყველა პასუხი უარყოფითია.
ნანა ოდიშარიას თქმით, ტესტირებულთა შორის ორი იყო ცხელების ცენტრების პაციენტი, 60 რეგიონის სამედიცინო პერსონალი, ოთხი იყო საკარანტინო სივრციდან, 17 ფოთის საბაჟო-სასაზღვრო პუნქტის თანამშრომელი და 53 დიალიზზე მყოფი პაციენტი.