ზუგდიდში 12 წლის მოზარდი დაიხრჩო. შემთხვევა ე.წ. ვექტორის დასახლებასთან მოხდა.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მოზარდი, თანატოლებთან ერთად, თხრილში დაგუბებულ წყალში ბანაობდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.