ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, დღეს ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 101 ნიმუში გაიტესტა. ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია.
101 ტესტიდან 17 ცხელების ცენტრების პაციენტია, 29 რეგიონის სამედიცინო პერსონალი, ერთი თვითიზოლაციაში მყოფი პირი, 23 კარანტინში მყოფი პირი( მათ შორის 17 ე.წ. ტრაილერის მძღოლის კლასტერი), 31 ტრაილერის მძღოლი ფოთის ტირ-პარკიდან. ოთხი ნიმუშის პასუხი (ოთხივე ფოთის ტრაილერის მძღოლია) მოგვიანებით გახდება ცნობილი“,- განაცხადეს ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.