ზუგდიდის სოფელ ყულიშკარში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. მაქაცარიების სახლს ცეცხლი წუხელ გვიან ღამით გაუჩნდა.
სოფლის მაჟორიტარი დეპუტატის ზაზა პროკოპენკოს თქმით, სახანძრო-სამაშველო ბრიგადა დროულად მივიდა თუმცა, სახლი მთლიანად დაიწვა. რაც შეეხება დახმარებას, მისი ინფორმაციით, ოჯახი პროგრამით გათვალისწინებულ 1000 ლარს და სამასალე მერქანს მიიღებს.
„მსგავსი შემთხვევების დროს სახელმწიფო ოჯახს პროგრამით გათვალისწინებული 1000 ლარითა და სამასალე მერქნით ეხმარება. სამწუხარო ფაქტი მოხდა, ოჯახმა 70 000-მდე ლარით იზარალა. ცეცხლი სავარუდოდ, ელექტროგაყვანილობას გაუჩნდა“,- აღნიშნა პროკოპენკომ.
აღნიშნულ სახლში ათი ადამიანი ცხოვრობს, მათ შორის მცირეწლოვნებიც.