ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოდიშში საპროტესტო აქცია გაიმართა.
პირველი არხის ჟურნალისტის ცნობით, ადგილობრივები სოფლის შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებასა და წლის საწრეტი არხების გაყვანას ითხოვენ.
მათი თქმით, უკვე მეხუთე თვეა სოფლის მოსახლეობა უმძიმეს პირობებშია. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, აზერბაიჯანულმა კომპანიამ ქალაქთან დამაკავშირებელი გზა გადათხარა და ისე დატოვა. ადგილობრივებს სოფელ ოდიშის რწმუნებული შეხვდა და პრობლემის გარკვევასა და მოგვარებას დაჰპირდა.