ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაცხვში ადგილობრივების ნაწილმა აქცია გამართა.
მათი განცხადებით, ნაგავსაყრელი დასახლებულ პუნქტთან ახლოს არის, ამასთან, არ ხდება ტერიტორიის დეზინფექცია, რის გამოც მათ უსიამოვნო სუნი და მწერები აწუხებთ.
აქციის მონაწილეებმა ნაგავსაყრელთან მისასვლელ გზაზე დასუფთავების სამსახურის მანქანები არ გაატარეს.
მათივე თქმით, აღნიშნული ნაგავსაყრელი მთელ სამეგრელოს ემსახურება და პრობლემა უკვე 20 წელზე მეტია, აქვთ, თუმცა მის მოგვარებაზე არავინ ზრუნავს.
როგორც ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, დიდინეძის ნაგავსაყრელის ადგილზე მყარი ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხანა აშენდება. მათი განმარტებით, უკვე დაწყებულია საპროექტო სამუშაოები.
რაც შეეხება ცაცხვის მოსახლეობას, პრობლემის მოუგვარებლობის შემთხვევაში ისინი პერმანენტულ აქციებს გამართავენ.