ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში სხდომა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს [ფოტო]
12:47, 17.05.2019
ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში სხდომა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.
სხდომაზე ხმაური მოჰყვა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნას, რომ განსახილველ დღის წესრიგში ჩასმულიყო გადასატანი ყუთების საკითხი.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები განმარტავენ, გადასატანი ყუთების სიებში ჩასმული არიან მოქალაქეები, რომლებსაც გადაადგილება შეუძლიათ და ცესკო-ს ეს სერვისი არ სჭირდებათ. ამ საკითხის განხილვას კომისიამ მხარი არ დაუჭირა.
საოლქო საარჩევნო კომისიასთან მობილიზებულია პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.