ზუგდიდის საკრებულოში ბიუჯეტში ცვლილებების საკითხის განხილვას ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა
ზუგდიდის საკრებულოში ბიუჯეტში ცვლილებების საკითხის განხილვას ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა

ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის განხილვას.
საკრებულოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ანი წითლიძემ​ მერიის თანამშრომელთა სოციალური პროგრამის თანხის ოდენობა გააპროტესტა. გარდა ამისა, მისი უკმაყოფილება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის დღეში 0.97 თეთრია გამოყოფილი.

სხდომას ზუგდიდელი გარემოვაჭრეებიც ესწრებოდნენ. მათ ხელისუფლება სიცრუეში დაადანაშაულეს და განაცხადეს, რომ მთავრობა მათი ბედით არ ინტერესდება. გარემოვაჭრეების განცხადებებს ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.

დამსწრე საზოგადოების შეკითხვებს საკრებულოს თავმჯდომარემ უპასუხა. დღევანდელ სხდომაზე საჯარო მოხელეთა ხელფასების გაზრდის თაობაზე უნდა ემსჯელათ, თუმცა ეს საკითხი ბოლო წუთებში ამოიღეს დღის წესრიგიდან.