ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე მუნიციპალიტეტის მერის ანგარიშის მოსმენა კვორუმის არარსებობის გამო გადაიდო
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დღეს მუნიციპალიტეტის მერის, მამუკა წოწერიას 2022 წლის ანგარიში უნდა მოესმინათ. რიგგარეშე სხდომა კვორუმის არარსებობის გამო გადაიდო.
სხდომას ბოიკოტი გამოუცხადეს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა. სხდომას ასევე არ ესწრებოდა „ქართული ოცნების“ – ორი და „გახარია საქართველოსთვის“ ერთი წევრი.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიგა ფარულავამ განაცხადა, რომ საკრებულოს წევრებს მეტი პასუხისმგებლობა მართებთ.
რაც შეეხება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერს, მამუკა წოწერიას თქმით, ყველაფერი იყო მზად, რათა საკრებულოს წევრებსა და საზოგადოებას ჰქონოდა ობიექტური მონაცემები 2022 წლის ბიუჯეტის შესრულებასა და განხორციელებულ პროექტებზე. მამუკა წოწერიამ ასევე აღნიშნა, რომ 28 დეკემბერს 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცება უნდა მოხდეს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 45 წევრია, მათ შორის, 22 – ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობიდან“, 20 – „ქართული ოცნებიდან“, სამიც – პარტიიდან „საქართველოსთვის“. სხდომას დღეს სულ 20 დეპუტატი ესწრებოდა.