ზუგდიდის საგამოცდო ცენტრში ოკუპირებული აფხაზეთიდან ექვსი აბიტურიენტი გამოცხადდა, ხოლო ხუთმა გადმოსვლა ვერ მოახერხა
ზუგდიდის საგამოცდო ცენტრში პირველ სესიაზე სულ 395 აბიტურიენტი გამოცხადდა. მათგან ექვსი ოკუპირებული აფხაზეთიდან არის გადმოსული.
როგორც საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელმა, ნანა ქირიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, პირველ სესიაზე 46 აბიტურიენტი არ გამოცხადდა, მათ შორის ხუთი აფხაზეთიდან ვერ გადმოვიდა.
როგორც ნანა ქირია ამბობს, საოკუპაციო ხაზთან, ე.წ. საკონტროლო გამშვებ პუნქტთან 25-მდე აბიტურიენტი ელოდება გადმოსვლის ნებართვას.