ზუგდიდის საავადმყოფოში კვებითი ინტოქსიკაციით შვიდი ადამიანი შეიყვანეს
ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა კვებითი ინტოქსიკაციით შვიდი ადამიანი შეიყვანა.
როგორც საავადმყოფოს მორიგე ექიმმა, ლაშა გრიგოლაიამ განაცხადა, მათ უკვე ჩაუტარდათ შესაბამისი პროცედურები და გაეწიათ სამედიცინო დახმარება, ამჟამად კი შვიდივე ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფება.
პაციენტები ერთი ოჯახის წევრები და მათი სტუმრები არიან.