ზუგდიდის საავადმყოფოში გარდაცვლილი მოზარდის ახლობლები მათი ნებართვის გარეშე ბავშვის პროზექტურაში გადასვენებას აპროტესტებენ
ზუგდიდში, 12 წლის გარდაცვლილი მოზარდის ახლობლების მტკიცებით, ბავშვის ცხედარი ქუთაისის პროზექტურაში მათი ნებართვის გარეშე გადაასვენეს.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ამ წუთებში ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოსთან ხმაურია. გარდაცვლილის ახლობლები მომხდარში საავადმყოფოს პერსონალს ადანაშაულებს.
დღეს საღამოს, ზუგდიდს რეფერალურ ჰოსპიტალში შეიყვანეს მოზარდი, რომელიც ფეხბურთის თამაშის დროს ცუდად გახდა. მოზარდს რეანიმაციული მკურნალობა ჩაუტარდა, თუმცა როგორც ბავშვის ახლობლები აცხადებენ, მოზარდის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 12 წლის მოზარდის გარდაცვალებაზე კომენტარი ემერჯენსის განყოფილების უფროსმა, მაია ესებუამ გააკეთა.
„ბავშვი მოიყვანეს ასისტოლიით-გულის გაჩერებით, ტერმინალურ მდგომარეობაში. ჩაუტარდა გულ-ფილტვის რეანიმაცია სრული მოცულობით, თუმცა რეანიმირება ვერ მოხერხდა და დადგა ბიოლოგიური სიკვდილი“,- განაცხადა ესებუამ.