ზუგდიდის საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული 477 ნიმუშიდან კორონავირუსი 13 პირს დაუდასტურდა
26 სექტემბერს ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე 477 ადამიანი გაიტესტა, მათგან 13 კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია ამის შესახებ ჟურნალისტებს მიაწოდა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა, მალხაზ თორიამ.
რეგიონის მასშტაბით, სულ კოვიდინფიცირების 72 შემთხვევაა დაფიქსირებული. ფოთისა და რუხის კლინიკებში 108 კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას.
საკარანტინო სივრცეებში იმყოფება 172 მოქალაქე.