ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში მოთავსებულ მამაკაცს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში მოთავსებულ მამაკაცს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში მოთავსებული შუახნის მამაკაცის ანალიზის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია.

ამის შესახებ ინფორმაცია ჰოსპიტლის კლინიკურმა დირექტორმა, სულხან ორჟონიამ განაცხადა.

მამაკაცი ანაკლიის საკარანტინო სივრციდან ჰოსპიტალში გუშინ შეიყვანეს. მას ცხელება  აღენიშნებოდა.