ზუგდიდის N67 საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე, სადაც საოლქო კომისიის წევრებს ირჩევდნენ, მცირე დაპირისპირება მოხდა.
კომისიის წევრთა ნაწილმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ სხდომა დატოვა. მათ განაცხადეს, რომ კონკურსანტების უმეტესობა „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული პირია, რის გამოც უარი თქვეს ხმის მიცემაზე.
მათივე განმარტებით, აღნიშნული კონკურსანტები არ აკმაყოფილებენ იმ მოთხოვნებს, რაც საჭიროა დამოუკიდებლობისა და ნეიტრალურობისთვის.
თავის მხრივ, ბრალდებას უპასუხეს ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში. როგორც საოლქოს წარმომადგენელი აცხადებს, საოლქო კომისიაში კომისიის წევრების არჩევა არის გამჭვირვალე და წესების სრული დაცვით მიმდინარეობს.
მათივე განცხადებით, დღევანდელ სხდომაზე კომისიის წევრების არჩევის პროცედურა საარჩევნო კოდექსის შესაბამისად ჩატარდა და აღნიშნული კომისია, რომელიც 8 პირისგან უკვე დაკომპლექტდა, საარჩევნო საქმიანობის განხორციელებას უახლოეს პერიოდში შეუდგება