ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარის შედეგად გამოწვეული ზარალის დადგენა გრძელდება
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარის შედეგად გამოწვეული ზარალის დადგენა გრძელდება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარის შედეგად გამოწვეული ზარალის დადგენა გრძელდება.  სტიქიის ზონებში საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო კომისია ზარალს ადგენს, ხდება დეფექტური აქტების შედგენა და საჭირო დოკუმენტაციის მომზადება.

სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს კახათის, რუხისა და ოქტომბრის ადმინისტრაციულ ერთეულებში, სადაც დევნილთა კომპაქტური ჩასახლებებია. ასევე ორსანტიაში, სადაც საჯარო სკოლის შენობას გადახურვითი სამუშაოები უტარდება. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის, გეგა შენგელიას ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში მუშაობენ ეფექტურ ფორმაზე, რათა თითოეულ დაზარალებულზე კომპენსაციის გაცემა მოხდეს ოპერატიულად.

ძლიერი ქარის შედეგად ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სულ 154 საცხოვრებელი სახლის სახურავი დაზიანდა, მათგან 5 საჯარო სკოლა, 3 საბავშვო ბაღი და 8 დევნილთა კომპაქტური ჩასახლებაა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღდგენილია. დარჩენილია ექვსი ოჯახი, რომლებსაც დღის ბოლომდე აღუდგებათ ელექტროენერგიის მიწოდება.