ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2024 წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი დაამტკიცა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2024 წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი დაამტკიცა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2024 წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი დაამტკიცა.

სხდომას ესწრებოდა საკრებულოს 30 წევრი, 15 „ქართული ოცნებიდა“, 12 „ნაციონალური მოძრაობიდან“ გასული წევრები, სამი კი, გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენლები. სხდომას არ ესწრებოდა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობიის“ რვა წევრი.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი სულ 64 მლნ 450 ათას ლარს შეადგენს. რაც 6 მლნ 567 ათასი ლარით მეტია 2023 წლის ბიუჯეტთან შედარებით.

ბიუჯეტის პროექტი განხილული იყო კომისიების და ფრაქციების სხდომებზე . სულ 150-მდე შენიშვნა იყო ბიუჯეტის მიმართ, რიგი შენიშვნებისა მერიამ ბიუჯეტში გაითვალისწინა.