ზუგდიდის მერმა და ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი შენგელიამ და „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ირაკლი ჩიქოვანმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
მათ ომში დაღუპული ჯარისკაცების, ბადრი ბერანძის და დათო ჯიქიას საფლავები ყვავილების გვირგვინებით შეამკეს და გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრეს.
მათი განცხადებით, საქართველო აუცილებლად იქნება ერთიანი და გახდება ევროატლანტიკური ოჯახის წევრი.
აგვისტოს ომს სამეგრელო – ზემო სვანეთის რეგიონიდან 38 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის ჯარისკაცები და მშვიდობიანი მოსახლეობა.