ზუგდიდის ლაბორატორიაში კორონავირუსზე კიდევ 299 ტესტი ჩატარდა
ზუგდიდის ლაბორატორიაში კორონავირუსზე კიდევ 299 ტესტი ჩატარდა

ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ქალაქის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე 299 ტესტი გამოიკვვლიეს. მათ შორის, ცხელების ცენტრების პაციენტი იყო 15, მედპერსონალი 61, თვითიზოლაციიდან 10 პირი, კარანტინიდან 43, შსს თანამშრომელი 165, მძღოლი 5.

ცენტრის ცნობით, 298 ტესტის პასუხი უარყოფითია, ერთი კი, დადებითი. ცენტრში განმარტავენ, რომ ეს არის დადასტურებული კოვიდინფიცირებული პაციენტის შუალედური კვლევის შედეგი. პაციენტი რჩება რუხის საავადმყოფოში და აგრძელებს მკურნალობას.