ზუგდიდის ლაბორატორიაში კორონავირუსზე 14 მოქალაქის ნიმუში გამოიკვლიეს, ყველა პასუხი უარყოფითია
ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, დღეს ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე 14 ადამიანის ბიოლოგიური ნიმუში გაიტესტა. ყველა პასუხი უარყოფითია.
ასევე გამოიკვლიეს პაციენტი ტრაილერის მძღოლის კლასტერიდან, რომელიც რუხის საავადმყოფოში კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით მკურნალობდა. მას ორჯერ ჩაუტარდა შუალედური ტესტირება. ორივე პასუხი უარყოფითი იყო და ახლა ის გამოჯანმრთელებულად ითვლება. პაციენტი არასრულწლოვანია.
დღეს ასევე კვლევა ჩაუტარდა ცხელების ცენტრის 10 პაციენტს, რეგიონის ორ სამედიცინო პერსონალს და ორ პირს საკარანტინო სივრციდან. ყველა პასუხი უარყოფითია.