ზუგდიდის ლაბორატორიაში გამოკვლეული 646 პირის, მათ შორის მესტიიდან 498 ნიმუშის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზუგდიდის ცენტრის ინფორმაციით, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე 645 ბიოლოგიური ნიმუშის კვლევა ჩატარდა, მათ შორის 498 ნიმუში იყო მესტიის მუნიციპალიტეტიდან. არც ერთ შემთხვევაში კორონავირუსი არ დადასტურდა.
ცენტრის ცნობითვე, გამოკვლეული 147 ნიმუში იყო რეგიონის სხვა რაიონებიდან, მათ შორის ცხელების ცენტრების პაციენტი იყო 16, მედპერსონალი – 70, კარანტინიდან – 17 პირი, თვითიზოლაციიდან – ერთი, შსს 32 თანამშრომელი, ხუთი მძღოლი, ეპიდაფეთქების კერაში მყოფი ექვსი პირი. მათი კვლევის შედეგიც უარყოფითია.